კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართა. თბილისური და ბათუმური დინამოების დაპირისპირება გასული წლის მსგავსად წელსაც დიდ ინტერესს იწვევდა. პირველ ტურში ორივე გუნდმა დაკარგა ქულები, ორივემ 0:0 ითამაშა. ‘დინამო არენაზე’  გამართული  მატჩი, ფრედ 1:1 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე დინამოს 2-2 ქულა აქვს.

დინამო ბათუმს ცენტრალური მატჩის წინ ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დაუშავდა, რის გამოც აჭარული კლუბის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე იძულებული გახდა, ძირითადი შემადგენლობა შეეცვალა. ფლამარიონ ჯოვინოს ნაცვლად, სასტარტო შემადგენლობაში გიული მანჯგალაძე ვიხილეთ, ხოლო მამუკა კობახიძე კი, დაცვის ცენტრში, ახალწვეულმა გოდფრი ობოაბონამ შეცვალა. ეს ნიგერიელი მცველისთვის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო მატჩი გამოვიდა.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ბურთის ფლობის მხრივ დინამო თბილისის უპირატესობა დაახლოებით მე-15 წუთიდან გამოიკვეთა და თბილისელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნაც შეძლეს. 32-ე წუთზე ბათუმელებსაც შეექმნათ მომენტი: მათე ცინცაძის ჩაწოდების შემდეგ, დვალიშვილი ცდილობდა გატანას – თავით დაარტყა, მაგრამ კვასხვაძე ბურთს ადგილზე დახვდა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მიწურულს ბურთის ფლობის უპირატესობა უკვე დინამო ბათუმს ჰქონდა, თუმცა გეგუჩაძის ფეხბურთელებმა რეალური საგოლე მომენტის შექმნა ვერ მოახერხეს. გამოსარჩევი მხოლოდ მამუჩაშვილის შორეული დარტყმები იყო. სამაგიეროდ, დინამო თბილისმა შექმნა მომენტი: ორშულას თავურ დარტყმას ალავიძე ადვილად გაუმკლავდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში დინამო ბათუმი დაწინაურდა! შედეგიან შეტევაში დიდი წვლილი მიუძღვის მათე ცინცაძეს, რომლის შესანიშნავი პასის შემდეგ, გიორგი ნავალოვსკიმ მარცხენა ფლანგიდან ასევე კარგად ჩააწოდა, ვაგნერის დარტყმა კვასხვაძემ ეფექტური ნახტომით მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ჯიღაურმა ყველას დაასწრო და ანგარიში გახსნა.

გოლის შემდეგ თამაში გაიხსნა და მალევე, ბათუმელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა – შულაიას ჩაწოდების შემდეგ, მამუჩაშვილს ბურთი საჯარიმოში ხელზე მოხვდა და მსაჯის გადაწყვეტილება არც გაუპროტესტებია. პენალტი ნინუამ ზუსტად შეასრულა.

72-ე წუთზე დინამო თბილისი გადარჩა! მანჯგალაძის თავური დარტყმა კვასხვაძემ მოიგერია, ჯიღაურმა დამატებაზე ისევ ყველას დაასწრო, თუმცა ააცილა.

დარჩენილ დროში ორივე გუნდი ცდილობდა გატანას, თუმცა ზედმეტი რისკის გარეშე. შტურმის მოწყობა არცერთს უცდია. საბოლოოდ, ფრე 1:1 და დინამო თბილისს და დინამო ბათუმს მოგება მეორე ტურის შემდეგაც არ აქვთ.

📺 მატჩის მიმოხილვა:

დინამო თბ – დინამო ბთ 1:1
📺 ჯაბას პირველი გოლი სეზონში და ფრე დინამო არენაზე#FCDB | popsport
Posted by FC Dinamo Batumi on ორშაბათი, 09 მარტი, 2020

 

დინამო თბილისი 1:1 დინამო ბათუმი

გოლები: 1:0 ჯოვინო (1), 1:1 კოხრეიძე (53).

დინამო ბთ. (4-2-3-1): ალავიძე – გეგეჭკორი, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი – მამუჩაშვილი, ცინცაძე (79. ტეიდი) – გაფრინდაშვილი (46. მანჯგალაძე), ჯოვინო, ჯიღაური – დვალიშვილი (63. ნიქაბაძე).

თელავი (5-3-2): გოშაძე – ჩაბრაძე, ძოწენიძე, თოლორდავა, ბერიაშვილი, ჩუკვურა – ბაშელეიშვილი, მოსიაშვილი (75. ვარშანიძე), რუხაძე (86. ბაშელეიშვილი) – კოხრეიძე, კვასოვი (60. სამუშია).

121A3759-min
121A3718-min
121A3717-min
121A3702-min
121A3648-min
121A3608-min
121A3572-min
121A3560-min
121A3557-min
121A3552-min
121A3546-min
121A3544-min
121A3539-min
121A3538-min
121A3533-min
121A3529-min
121A3590-min